Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

ტრაგედია იოზე-18 წლის მაქსი გარდაცვალებამდე მთელი დღე ეძებდა დაკარგულ მეგობარს

კუნძულ იოზე ორი 18 წლის ირლანდიელი ახალგაზრდის  ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეში, რომლებიც რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Daily Mail-ის თანახმად, 18 წლის მაქს უოლმა ერთი დღე გაატარა თავისი მეგობრის, ენდრიუს ძებნაში მანამდე, სანამ თვითონაც გარდაიცვლებოდა მას შემდეგ, რაც შეიტყო მისი თანაკლასელის და მეგობრის ტრაგიკული დასასრულის შესახებ.

გამოცემის ცნობით, მაქსმა კუნძულზე მდებარე მაღაზიაში შაბათის ღამის შემდეგ გაუჩინარებული ანდრიას დაკარგვის შესახებ საინფორმაციო-საძიებო ბროშურები დაამზადებინა.

ამ ბროშურებით ხელში, მან აცნობა კუნძულის მოსახლეობას მისი მეგობრის გაუჩინარების შესახებ და ითხოვდა მათგან ინფორმაციას და დახმარებას ძებნის პროცესში და ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.

როდესაც უკვე შეიტყო მეგობრის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, მაქსმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო დუბლინში, რათა ყოფილიყო ენდრიუს ახლობლების გვერდით და გაეზიარებინა მათი ტკივილი, მაგრამ ვეღარ შეძლო.

კუნძულის პორტში, სადაც პირეას მიმართულებით უკან დასაბრუნებლად გემს ელოდა, თვითონაც გარდაიცვალა.

მათი მეგობრების თქმით მაქსი განადგურებული იყო ენდრიუს სიკვდილით და ირლანდიაში დაბრუნება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი მეგობრის ცხედარი მობილური ტელეფონის სიგნალის საშუალებით კლდეზე გადავარდნილი იპოვეს.

იოზე ორი ორლანდიელი ახალგაზრდის გარდაცვალების  ზუსტ მიზეზებს სავარაუდოდ სასამართლო ექსპერტიზა  მოჰფენს ნათელს.

გუშინ, სამშაბათს, გარდაცვლილთა მშობლებმა შვილების ცხედრები მიიღეს კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრიდან და თან ახლდნენ გემამდე, რომლითაც ცხედრები პირეას პორტამდე, სასამართლო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ენდრიუს დაზიანებები კლდეზე გადავარდნის და დაცემის გამო გარდაცვალებას ადასტურებს, პოლიცია არ გამორიცხავს საქმეში  დანაშაულებრივი კვალის არსებობას და ასევე ორივე ახალგაზრდის გარდაცვალებაში ხელშემწყობ მიზეზად დაბინძურებული ალკოჰოლური სასმელის მიღების შედეგად განვითარებულ შესაძლო ინტოქსიკაციასაც ვარაუდობს, რაც მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ  გახდება ცნობილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *