Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: მოქალაქემ ნაგავთან ერთად შემთხვევით ოქროს ნივთები და ძვირფასეულობა გადაყარა

წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა დღეს, ნაშუადღევს თესალონიკში.

გავრცელებული ცნობით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ნაგავთან ერთად ურნაში შემთხვევით ჩააგდო ჩანთა, რომელშიც ოქრო და ძვირფასი ნივთები ჰქონდა შენახული.

მას შემდეგ, რაც დასუფთავების სამსახურის ჯგუფმა ნაგვის ურნა დაცალა და გავიდა, მოქალაქემ რამდენიმე წუთში გააცნობიერა თუ რა გააკეთა. საბედნიეროდ დასუფთავების მანქანა იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ამიტომ ჯგუფს სასწრაფოდ აცნობეს მომხდარის შესახებ და სთხოვეს დახმარება ნივთების მოძებნაში და პატრონისთვის დაბრუნებაში.

დაუყოვნებლივ მოხდა სამსახურის თანამშრომლების მობილიზაცია და ძებნის მთელი  ოპერაცია დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ აცნობეს პოლიციასაც, რომელიც სასწრაფოდ მივიდა თესალონიკის მუნიციპალიტეტის ნარჩენების გადასატანი  სადგურის მიდამოში. მანქანა, რომლითაც “ძვირფასი” ნაგავი გაიტანეს, შემთხვევის ადგილიდან სადგურზე გადაიყვანეს, პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით დაცალეს და  ჩანთა იპოვეს, რომელიც ისევ მფლობელს დაუბრუნდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *