Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიისტორიული ფაქტები

ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა

ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა

1925 წლის 20 სექტემბერს, ოლიმპოს მთაზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერძენი ყაჩაღი, ფოტის იაგულასი, პოლიციასთან მრავალსაათიანი შეტაკების დროს მოკლეს. მისი სიკვდილით დასრულდა ბერძნული „ყაჩაღობის ეპოქის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერიოდი.

იაგულასი დაიბადა კოზანის მახლობლად, სოფელ მეტაქსაში. მისი უკანონო საქმიანობის დაწყების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და სხვადასხვა ვერსია არსებობს. 1920 წელს იგი დააპატიმრეს, თუმცა სასამართლოში გადაყვანისას მატარებლიდან გადახტა და გაიქცა, რამაც მისთან დაკავშირებული ლეგენდა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

იაგულასს მიაწერენ არაერთ ყაჩაღობასა და მკვლელობას, სწირედ ამიტომ მის შესახებ გავრცელებული ისტორიებიდან ბევრი ლეგენდად იქცა. ხალხურ გადმოცემებში ის ზოგჯერ „ბერძენ რობინ ჰუდად“ არის წარმოდგენილი, რადგან ღარიბებს ეხმარებოდა და უსამართლობის წინააღმდეგ საკუთარი წესებით იბრძოდა. თუმცა ისტორიული წყაროები მას მძიმე დანაშაულებთან აკავშირებენ.

მისი სახელის სიმბოლოდ იქცა დიდი დანა, რომელსაც „პარდალა“ ეწოდებოდა. დანა დღესაც ინახება ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის მუზეუმში, იაგულასის მუმიფიცირებულ თავთან ერთად.

1925 წლის სექტემბერში იაგულასმა და მისმა თანამზრახველებმა ელასონაში ორი ადამიანი გაიტაცეს. ამის შემდეგ პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. 20 სექტემბერს ოლიმპოს მთაზე, კლეფტოვრისის რაიონში, შეტაკებისას იაგულასი და მისი ორი თანამზრახველი დაიღუპნენ.

მისი სიკვდილის შემდეგ იაგულასის ისტორია ხალხურ კულტურაში გაგრძელდა. მასზე შეიქმნა სიმღერები და ლეგენდები. შედეგად, რეალური დამნაშავის ისტორია თანდათან შეერწყა მითს და იაგულასი საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხალხურ ლეგენდად გადაიქცა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *