Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ღეორღია ქსანთოპულუს ისტორია: ლეიკემიასთან ბრძოლა, იმედი და პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილი

ღეორღია ქსანთოპულუს ისტორია: ლეიკემიასთან ბრძოლა, იმედი და პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილი

ღეორია ქსანთოპულუს ისტორია საბერძნეთის მოსახლეობისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. მას 2015 წელს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ხანგრძლივი მკურნალობისა და მძიმე პერიოდის შემდეგ მან დაავადების დამარცხება შეძლო.

ღეორღია ამ დღეებში განსაკუთრებით ემოციურად საუბრობდა საკუთარ გამოცდილებაზე. 

სალონიკში, პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს ახალი ემატოლოგიური ცენტრი გაიხსნა. მისი თქმით, მკურნალობის პერიოდში ცენტრის ექიმებისა და ექთნების მხარდაჭერამ მის გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

2018 წელს ჩატარებულ ანალიზებში ლეიკემიის რეციდივი დაფიქსირდა, თუმცა ამჯერად შესაბამისი დონორი მალევე იპოვეს და მან ძვლის ტვინის გადანერგვა გაიკეთა. მისი თქმით, დონორი ბერძენი მამაკაცი, ვასილისი, თებედან იყო.

მკურნალობის წლების განმავლობაში ღეორღია ემატოლოგიურ ცენტრში არსებული პრობლემებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის მოწმე გახდა. ერთ დღეს, როდესაც საავადმყოფოში პაციენტების დიდი რაოდენობის გამო დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო, მან გადაწყვიტა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისისთვის წერილი მიეწერა.

წერილი მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ის საბოლოოდ პრემიერ-მინისტრამდეც მივიდა. როგორც თავად იხსენებს, მოგვიანებით მას მიცოტაკისი პირადად დაუკავშირდა და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა ახალ შენობაზე, რომელიც უჯრედულ და გენურ თერაპიებზე იქნება ორიენტირებული. ღეორღია ახალი ცენტრის გახსნას განსაკუთრებული ემოციით შეხვდა და ამბობს, რომ მისი მძიმე გამოცდილებიდან საბოლოოდ რაღაც კარგი შეიქმნა.

დღეს ის სხვა პაციენტებსაც ამხნევებს. სოციალურ ქსელებში უამრავ შეტყობინებას იღებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც დაავადებას ებრძვიან, ეშინიათ ან იმედი დაკარგული აქვთ. მისი მთავარი გზავნილია, რომ იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს.

„მე შევძელი და სხვებსაც შეუძლიათ“, – ასეთია ღეორღიას მთავარი სათქმელი ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადებას ებრძვიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *