ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
ხანია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
დღეს გამთენიის 02:00 საათზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ხანიაში 30 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტრაგიკული შემთხვევა აღიო მათეოს შესახვევში მოხდა. მძიმედ არის დაშავებული ავტომანქანის მეორე მგზავრიც.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად გამოცხადდა სახანძრო სამსახურიც დაშავებულების ავტომანქანიდან გადმოსაყვანად.
flashnews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა სრულიად განადგურებულია, გადაჭრილია მთლიანად სახურავი და კარი.
Facebook Comments Box
