Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

ხანია: 75 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო

ხანია: 75 წლის ქალის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო

კუნძულ კრეტაზე, ხანიაში 75 წლის ემილია ღეორღალაკის გარდაცვალების გარემოებები ამ დრომდე უცნობია სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ხანდაზმული ქალი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ნეროკურუს რაიონში, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუჩინარების ოფიციალურად გამოცხადებამდე ქალი პოლიციის თანამშრომლებმა ქუჩაში შენიშნეს. ქალი მარტო სეირნობდა. პოლიციის თანამშრომლებმა საპატრულო მანქანით ის განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა მისი ვინაობა დაედგინათ და გაერკვიათ, სჭირდებოდა თუ არა დახმარება. თუმცა, ქალის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

75 წლის ქალმა განყოფილება ისე დატოვა, რომ მისი შენობიდან გასვლა არავის დაუფიქსირებია.
განყოფილებაში ქალის ოფიციალურად გაუჩინარების შესახებ განცხადება 23 ივლისს შევიდა. განაცხადი ემილია ღეორღალაკის ქალიშვილმა შეიტანა.

ქალის ცხედარი 3 აგვისტოს შემთხვევით გამვლელმა აღმოაჩინა. პირველადი სასამართლო-სამედიცინო შეფასებით დადგინდა, რომ ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შედეგად გარდაიცვალა, მას სხეულზე ძალადობის კვალი არ ეტყობა, შესაბამისად პოლიციაც გამორიცხავს კრიმინალურ ქმედებას. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შედეგად გახდება ცნობილი.

გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენადაც თუ რა დროს დატოვა ქალმა ხანიას პოლიციის შენობა და რატომ ვერ მოხერხდა მისი დროულად იდენტიფიცირება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *