Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პალეო ფსიხიკოში ცნობილი ჟურნალისტის ყოფილი ცოლი დააკავეს

დღეს, შუადღისას,  პალეო ფსიხიკოში პოლიციამ დააკავა 64 წლის ქალი, ათენში ცნობილი ოჯახის შთამომავალი და ასევე საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტის (რომლის ვინაობაც არ სახელდება) ყოფილი ცოლი.

ატიკის უშიშროების სამძებრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალი დიამანდოპულოს ქუჩაზე შენიშნეს და დააკავეს, რადგან მასზე დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული.

კერძოდ, საქმე ეხება მის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და ჯარიმის გადაუხდელობას, რომელიც მას დაეკისრა 24 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთის სანაცვლოდ და შეადგენს 38 800 ევროს.

როგორც მედია იტყობინება, დაკავებული ქალი მუდმივად გასცემდა ყალბ ჩეკებს მოცემული კომპანიის ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, დროულად არ უხდიდა თანამშრომლებს დარიცხულ ხელფასს, ასევე არ იხდიდა დამსაქმებლისთვის დაწესებულ შენატანებს (IKA).

64 წლის დაკავებული   დაკითხვაზე გადაიყვანეს GADA-ში, ხვალ კი პროკურატურაში გადაიყვანენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *