ავტომანქანა 5 ველოსიპედისტს შეეჯახა
ავტომანქანა 5 ველოსიპედისტს შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა პოსიდონოსის გამზირზე, გლიფადასკენ მიმავალ ნაკადში. კერძოდ კი, გლიფადისკენ მიმავალი ავტომანქანა 5 ველოსიპედისტს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთივე ველოსიპედისტი დაშავდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრესისთვის ამ დრომდე უცნობია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Facebook Comments Box
