Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში კვლავ მძვინვარებს-საზღვართან მიგრანტების ტრაგედიის შემდეგ

ხანძარი, რომელმაც საბერძნეთში 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კვლავ უკონტროლოა ათენის მახლობლად მთის ფერდობზე და ევროსის რეგიონში თურქეთის საზღვართან.

დაღუპულთაგან თვრამეტი მათგანი არალეგალი მიგრანტია, რომლებმაც თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი გადაკვეთეს და იმალებოდნენ ქალაქ ალექსანდრუპოლის ჩრდილოეთით მდებარე ტყეებში.

გარდაცვლილები სამშაბათს, სახანძრო სამსახურმა ალექსანდრუპოლის ჩრდილოეთით, დადიას ტყეში აღმოაჩინა.

„სამწუხაროდ, დადიას ტყეში მათი ყოფნა საბედისწერო აღმოჩნდა“, – თქვა მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა და მიუთითა, რომ იმ ადგილას, სადაც ისინი იპოვეს, განგაში დროულად ამოქმედდა და ევაკუაციის შეტყობინებები გაიგზავნა სასწრაფო დახმარების მობილური სამსახურიდან.

მიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას მრავალი საფრთხის წინაშე დგანან – მათ სცემენ, ძარცვავენ, აპატიმრებენ, აიძულებენ უკან საზღვრის გადაკვეთას ან ხმელთაშუა ზღვაში იხრჩობიან. ახლა რისკებში შედის ცეცხლის რგოლი ჩრდილოეთ საბერძნეთში.

ბევრი ლტოლვილისთვის, ვინც ცდილობს ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას, ევროსის მდინარე მათი კარიბჭეა, ხოლო მეორე მხარეს მდებარე უზარმაზარი ტყე საფარს იძლევა.

დადიას ტყეში გარდაცვლილთაგან ყველა მამაკაცი იყო, ორი კი არასრულწლოვანი. ცხედრები იპოვეს ხანძრის კერიდან 500 მეტრის რადიუსში, რომლებიც შემდეგ ექსპერტიზის ჩასატარებლად ალექსანდრუპოლში გადაასვენეს, მაგრამ მათი იდენტიფიცირება რთული იქნება და ხელისუფლებას დასახმარებლად მათი ნათესავების თანდასწრება  დასჭირდება.

ერთ-ერთმა სირიელმა მამაკაცმა BBC-ს განუცხადა, რომ შიშობს, მისი 27 წლის ბიძაშვილი ხანძრის შედეგად დაიღუპა, რადგან ოთხი დღეა მასთან დაკავშირება არ შეუძლია. მისი ბიძაშვილი სირიელების, ავღანელებისა და ერაყელების ჯგუფს შორის იყო, რომლებიც აღნიშნულ ტყეში ნაცნობი მარშრუტის გავლით საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ.

მისი განცხადებთ, ლტოლვილებმა ევაკუაციის ბრძანების მიუხედავად საბერძნეთის ხელისუფლებას დახმარებისთვის არ მიმართეს,  პოლიციის მიერ თურქეთის საზღვარზე მათი კვლავ დაბრუნების შიშით.

პოლიციის მონაცემების თანახმად, მთელი აგვისტოს განმავლობაში 900-მდე ადამიანი ცდილობდა საზღვრის გადალახვას და ათობით ტრეფიკერი დააკავეს.

ალექსანდრუპოლის მიმდებარე სოფლების ბევრი მცხოვრები აღშფოთებულია, რადგან თვლიან, რომ ხანძარი გამოწვეულია იმ მიგრანტების მიერ, რომლებიც საზღვარს კვეთენ და ტყეში იმალებიან, თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ დადიას ტყეში ხანძარი მიგრანტებმა გამოიწვიეს.

ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი გამოიწვია ალექსანდრუპოლის რაიონში გადაღებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც ჩანს, რომ ბერძენი მამაკაცი ლტოლვილებსა და მიგრანტებს “აკავებს” და მათ სატვირთო მანქანაში კეტავს. მამაკაცი მანქანას შემოუვლის და მიგრანტებს ბერძნების დაწვის მცდელობაში ადანაშაულებს. შემდეგ ის ხსნის კარს და აჩვენებს რამდენიმე შეშინებულ ახალგაზრდას.

პოლიციამ განაცხადა, რომ აღნიშნულო მამაკაცი დააკავეს მის დახმარებაში ეჭვმიტანილ ორ პირთან ერთად და აღნიშნეს,  რომ ვიდეო შეიცავს “სირიელი და პაკისტანელი წარმოშობის 13 არალეგალური ემიგრანტის უკანონო დაკავების ფაქტს”.

უზენაესი სასამართლოს პროკურორმა მოითხოვა ორმაგი გამოძიების ჩატარება ევროსის რეგიონში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე და მიგრანტებზე რასისტული ძალადობის სავარაუდო ინციდენტებზე, რომლებიც მოჰყვა დადიას ტყეში 18 ადამიანის სიკვდილს.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *