Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ევროსი: 13 ემიგრანტს ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა, მათ ხანძრის გაჩენის მცდელობაში ედებათ ბრალი

ალბანური წარმოშობის ბიზნესმენმა ალექსანდრუპოლიდან, ცამეტ ემიგრანტთან დაკავშირებით  მომხდარ ინციდენტზე, რომლებიც უკანონოდ ჰყავდა დაკავებული საკუთარ სატვირთო ტრაილერში და რომელსაც ბრალი ედება რასობრივი ნიშნით ძალადობაში, ადამიანებისთვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვასა და პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევაში, მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა.

“მე არ ვარ ფაშისტი და რასისტი – ისინი მზად იყვნენ ხანძარი გაეჩინათ”-ამბობს მოქალაქე, რომელმაც ემიგრანტები დააკავა.

ზემოთ აღნიშნულ, სირიული და პაკისტანური წარმოშობის 13 ემიგრანტს თავის მხრივ ბრალი ედებათ ცეცხლის გაჩენის მცდელობაში, ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნასა და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებისა და შენახვის უკანონო ქმედებაში.

ალბანური წარმოშობის ბიზნესმენი ალექსანდრუპოლიდან, ცამეტი ემიგრანტთის თვითნებურად დაკავებასთან დაკავშირებულ ინციდენტზე განმარტავს:

„ადგილი, სადაც ვიყავი, ჩემი ბიზნესიდან 200 მეტრშია. ტერიტორიაზე რამდენიმე თვითნაკეთი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა აღმოაჩინეს. წინა დღეებში ევაკუირებული იყო ალექსანდრუპოლის გარეუბნები და დასახლებები, ასევე საუნივერსიტეტო გენერალური საავადმყოფო. ბუნებრივია, ყველა მაცხოვრებელი მობილიზებული იყო, რომ ხანძარი არ გაჩენილიყო ღამით. ალექსანდრუპოლსა და ხილის შორის არსებულ კონკრეტულ წერტილში, სუპერმარკეტების ქსელის მიღმა, შევნიშნე 13 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ობიექტის ირგვლივ ცდილობდნენ ცეცხლის წაკიდებას, სასწრაფოდ დავურეკე შემთხვევის ადგილზე მყოფ ჩემს ორ თანამოქალაქეს და ვთხოვეთ მათ,რომ დანები და ის საგნები, რომლებიც ხელში ეჭირათ, გადაეგდოთ. ჩვენ მათ ხელი შევუშალეთ ცეცხლის აქტიური წყაროს შექმნაში. მაშინ ჩვენ გარანტია უნდა გვქონოდა, რომ ისინი არ გაქცეოდნენ და არ დაგვესხმოდნენ თავს პოლიციის მოსვლამდე. სასწრაფოდ დავრეკე 100-ში და ათ წუთში შემთხვევის ადგილზე პოლიციის საპატრულო მანქანა მოვიდა და აიყვანეს.

ვიდეო გადაღებულია მაშინ, როდესაც პოლიციის მოსვლას ველოდით, ჩემი მოვალეობა იყო, რომ ხანძრის გაჩენა ამერიდებინა თავიდან. არ მაინტერესებდა, ემიგრანტები იყვნენ, ალბანეთიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან თუ ავსტრალიიდან ჩამოვიდნენ. მე არც ფაშისტი ვარ და არც რასისტი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა თანამემამულეებმა, რომლებთან ერთადაც მე ვეწევი ბიზნესსაქმიანობას მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს იციან“ – ასკვნის ის.

ბიზნესმენის ადვოკატის, ვასილის დემირის თქმით, საქმეს ორი ასპექტით იძიებს იუსტიციის სასამართლო, რომელიც ერთადერთი კომპეტენტურია ორგანოა განჩინების გამოტანის კუთხით.

პარალელურად მიმდინარეობს 13 უკანონო ემიგრანტის სისხლისსამართლებრივი დევნა ცეცხლის გაჩენის მცდელობისთვის, რომლებიც ალექსანდრუპოლში სამმა მოქალაქემ უკანონოდ დააკავა ტრაილერში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *