ჰალკიდიკის უმეტეს ნაწილში გადაადგილება აიკრძალა ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალი რისკის გამო
ჰალკიდიკის უმეტეს ნაწილში გადაადგილება აიკრძალა ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალი რისკის გამო
ორშაბათს დილის 8 საათამდე, 18 აგვისტომდე აიკრძალა ფეხით მოსიარულეთათვის და ასევე მანქანებისთვისაც გადაადგილება ჰალკიდიკის უმეტეს ნაწილში ხანძრის გაჩენის უკიდურესად მაღალი რისკის გამო.
აკრძალვა ეხება კასანდრასა და სითონიას ნახევარკუნძულებს, არისტოტელის მუნიციპალიტეტს და ხოლომონდას მთიან ნაწილში.
განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს და ცეცხლის კერის შენიშვნის შემთხვევაში სახანძრო სამსახურის დაუყოვნებლივ გაფრთხილებისკენ ნომერზე: 199.
Facebook Comments Box
