Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

აბიტურიენტებისთვის მომავალი პროფესიის არჩევა მხოლოდ ტრადიციული მიმართულებით არ იზღუდება

აბიტურიენტებისთვის მომავალი პროფესიის არჩევა მხოლოდ ტრადიციული მიმართულებით არ იზღუდება

დროის სვლასთან ერთად ერთ დროს გაბატონებული და საზოგადოებაში მტკიცედ გამჯდარი პროფესიები ძალას კარგავს. ბაზარზე უკონტროლო რაოდენობის იურისტები და ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულები ქვეყნებს ტოვებენ, რათა სამსახურის პოვნა შეძლონ. სწორედ ამიტომ პერიოდულად საბერძნეტში ქვეყნდება ალტერნატიული პროფესიების სია, რომლებიც ახალგაზრდებს სწრაფ კარიერულ ზრდას სთავაზობს ქვეყნის ფარგლებშივე.

ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც ახალგაზრდებისთვის წარმატებული კარიერის კარგ შესაძლებლობებს ქმნის.

ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად შეფ-მზარეული (Chef) რჩება. მისი მოვალეობა მხოლოდ კერძების მომზადება არ არის ის მართავს სამზარეულოს, ადგენს მენიუს და აკონტროლებს მომსახურების ხარისხს.

არანაკლებ პოპულარულია კონდიტერის (Pastry Chef) პროფესია. სპეციალისტები ქმნიან მაღალი ხარისხის დესერტებს და დასაქმების შესაძლებლობა აქვთ სასტუმროებში, რესტორნებსა და პრემიუმ კლასის საკონდიტროებში.

მესამე პერსპექტიული მიმართულებაა სასტუმროს მენეჯერი (Hotel Manager), რომელიც პასუხისმგებელია სასტუმროს ყოველდღიურ მართვაზე, პერსონალის კოორდინაციასა და მომსახურების ხარისხზე.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული პროფესიები დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში სწრაფი კარიერული წინსვლისა და საერთაშორისო დასაქმების ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად ითვლება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *