Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ავიაკატასტროფა ხანიაში: შვეულმფრენის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ორი ადამიანი ემსხვერპლა

გუშინ კრეტაზე, ხანიაში ავიაკატასტროფა მოხდა. პატარა თვითმფრინავი მალემეს მახლობლად ზღვაში ჩავარდა, რის შედეგადაც ტრაგიკულად დაიღუპა ბორტზე მყოფი ორი 61 წლის და 66 წლის მამაკაცი.

ხუთშაბათს ნაშუადღევს ხანიას საპორტო უწყებამ მიიღო ინფორმაცია ერთძრავიანი თვითმფრინავის მალემეს რაიონში ზღვაში ჩავარდნის შესახებ. ადგილზე გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები და მყვინთავები, რომლებმაც თვითმფრინავი ზღვაში, 2,5-დან 3 მეტრამდე სიღრმეზე აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავის ზღვაში ჩავარდნის დროს მგზავრებს რეაგირების მოხდენის საშუალებაც არ ჰქონდათ, რადგან ისინი ადგილებზე იყვნენ მიბმული.

„თვითმფრინავი წყალში თავდაყირა იყო, კაბინაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ  თავის დაღწევის მცდელობაც არ ჰქონიათ. თვითმფრინავის წინა მხარე საკმაოდ დაზიანებული იყო და სალონი ცოტა შეკუმშული, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ ვინმეს გონზე ყოფნის შემთხვევაში გარეთ გამოსვლა არ შეძლებოდა. როგორც მივხვდი, გარდაცვლილებს არანაირი ძალისხმევა არ გაუკეთებიათ თავის გადასარჩენად. გავათავისუფლე ისინი თასმების დანით გადაჭრით, ორივე მაღლა ავწიეთ და ცურვით ავიყვანეთ ზედაპირზე. სამწუხაროდ ორივე გარდაცვლილი იყო”,-ამბობს ერთ-ერთი მყვინთავი.

გავრცელებული ინფორმაციით, საბედისწერო თვითმფრინავის გარდაცვლილი პილოტი დასავლეთ საბერძნეთის აეროკლუბის პრეზიდენტი თეოდოროს პანტოსია. მეორე მგზავრია კოსტას კარაბინისი, პროფესიით ავტობუსის მძღოლი, რომელსაც უყვარდა თვითმფრინავები და სამსახურიდან სპეციალური შვებულება ჰქონდა აღებული, რათა კოპაიდაში წასულიყო და საბედისწერო ფრენაში მიეღო მონაწილეობა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *