Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

უცნობმა პირებმა ანო ლიოსიაში საცხოვრებელ კორპუსს ხელყუმბარები ესროლეს

წუხელ ღამით უცნობმა თავდამსხმელებმა, რომლებიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ, ანო ლიოსიაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ორი ხელყუმბარა ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 02:30 საათზე ანდრონიკუს და ანდრიანუპოლეოს ქუჩების შეერთებაზე მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ორმა უცნობმა მამაკაცმა ხელყუმბარები ისროლა და მაშინვე გაიქცა, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა ტერიტორიას, ადგილზე მივიდა ფეთქებადი საბრძოლო მასალის განეიტრალების დეპარტამენტის ჯგუფი, რომელმაც შეაგროვა ყუმბარების ნარჩენები.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის გამოძიება დაიწყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *