Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტომანქანა საფოსტო ოფისში შევარდა – მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაშ მართავდა

ავტომანქანა საფოსტო ოფისში შევარდა – მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაშ მართავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა კიფისიას გამზირზე 16 ოქტომბერს გამთენიისას.

ავტომანქანა, რომელსაც 21 წლის მძღოლი მართავდა, გამთენიის 04:00 საათზე ათენისკენ მიმავალ ნაკადში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ΕΛΤΑ Courier-ის საფოსტო ოფისის შესასვლელს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ფოსტის შენობის მინები სრულიად ჩამოიმსხვრა.

ვიდეომასალაში, რომელსაც protothema.gr-ი ავრცელებს ნათლად ჩანს, თუ როგორ ეჯახება წითელი მანქანა უკუსვლით საფოსტო ოფისის ვიტრინას.

ავტომანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შემოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ მძღოლი დიდი ოდენობით ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

საფოსტო ოფისის დირექტორის განცხადების თანახმად ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს უკვე მე-5 შემთხვევაა, როცა ავტომანქანა ოფისს ეჯახება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *