Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თვითმფრინავის იძულებითი დაშვება თესალონიკში: ნასვამი ქალი მგზავრებს თავს დაესხა

თვითმფრინავი რომელიც ასრულებდა რეისს გლაზგო-ანტალია, გუშინ საღამოს ავარიულად დაეშვა თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტში”მაკედონია” მგზავრი ქალის აგრესიული ქცევის გამო, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვითმფრინავის აფრენიდან ორი საათის შემდეგ 61 წლის ბრიტანელი ქალი თავს დაესხა მგზავრებს,  ის ყვიროდა და მუშტებს ურტყავდა მათ, შემდეგ კი თავს ურტყავდა სავარძელს და ცდილობდა დაზიანება მიეყენებინა საკუთარი თავისთვის. მიუხედავად ეკიპაჟის მცდელობისა დაემშვიდებინათ იგი, ქალი აგრძელებდა ძალადობრივ ქცევას. ამ ვითარებაში თვითმფრინავის პილოტმა ფრენის უსაფრთხოების მიზნით მოითხოვა ავარიული დაშვება თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტში.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ქალი აეროპორტის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი წარედგინა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში, ფრენის დროს თვითმფრინავში უწესრიგო ქცევაში და პილოტის ბრძანებების დაუმორჩილებლობაში.

წინასწარი გამოძიების დროს მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ ახსნაგანმარტებას სასამართლოზე გაკეთებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *