Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

ასფალტზე დალია სული 32 წლის გოგომ, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა და უმწეო მდგომარეობაში შემთხვევის ადგილზე მიატოვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა საპესზე, როდოპიში მოხდა.

hronos.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა საპესში სტუმრად იმყოფებოდა და პარასკევს ღამით, 25 ოქტომბერს, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ქუჩაში გადაადგილებისას ავტომანქანა დაეჯახა.

საგზაო პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ავტომანქანის მძღოლის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *