Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა

პატრაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა. 

უბედური შემთხვევა პატრა-პირღოსის გზაზე, პარალიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

ავტომანქანა, რომელსაც 19 წლის ნიკოს ვავარუტასი მართავდა მის 17 წლის მგზავრთან, ანგელიკი დრივასთან ერთად, პირღოსკენ მიმავალ გზაზე, ამ დროისთვის დაუდგენელ მიზეზთა გამო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საგზაო ნიშანს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მანქანა რკინის ერთიან მასად იქცა. 

დაშავებულების მანქანიდან გადმოსაყვანად სახანძრო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. ახალგაზრდები მანქანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს. თუმცა ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისდა მიუხედავად მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *