Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევამ 24 წლის ფეხით მოსიარულე ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 24 წლის ფეხით მოსიარულე ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

შემზარავია ავტოსაგზაო შემთხვევის ვიდეო კადრები, რომლებიც ასახავს სწორედ იმ მომენტს, როცა ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს ეჯახება და 24 წლის ახალგაზრდას დედის თვალწინ კლავს. 

ახალგაზრდასთან და დედამისთან ერთად ავტომანქანიდან მისი და და მათი საერთო მეგობარი გადმოდიოდნენ.

გარდაცვლილი საბერძნეთში მეგობრის უნივერსიტეტის დამამთავრებელი წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად იყო ჩამოსული. 

ასფალტზე უგონო მდგომარეობაში მყოფი შვილიშვილი ბებიამაც დაინახა, რადგან უბედური შემთხვევა მისი სახლის წინ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა, როცა ლურჯი ავტომანქანა, რომელსაც 29 წლი მძღოლი არტემიდოსის გამზირზე ელვის სისწრაფით მართავდა. გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭის გაჩერებულ მანქანას უკნიდან შეეჯახა.

ახალგაზრდა, რომელიც ახალი გადმოსული იყო მანქანიდან ძლიერი შეჯახების შედეგად ჰაერში ავარდა და თავით დაენარცხა ასფალტს. ლურჯი ავტომანქანა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, კიდევ 2 ფეხითმოსიარულეს შეეჯახა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *