Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ვხედავდი როგორ უცნაურად უყურებდნენ ჩემს 12 წლის გოგონას

ვხედავდი როგორ უცნაურად უყურებდნენ ჩემს 12 წლის გოგონას

მარიანა ტუმასატუმ თავის ცხოვრებაზე, პროფესიაზე და სპექტაკლზე “გაიღიმე ისევ”-ზე ისაუბრა, სადაც მთავარ როლს თამაშობს. 

ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა ზრდასრული “მამაკაცები” შემაწუხებლად უყურებდნენ მის 12 წლის ქალიშვილს.

“ძალიან ბევრი ლაპარაკი მიყვარს, შესაბამისად ჩემს შვილსაც ყველაფერს ვეუბნები და ისიც ყოველთვის მოთმინებით მისმენს. ვთვლი რომ აქვს რაღაც საერთო ჩემს როლს ჩემს პირად ცხოვრებასთან. თუმცა სხვაა იყო ბიჭის დედა და სხვაა ზრდიდე გოგოს. მინდა რომ ახლოს ვიყო ჩემ გოგონასთან, ოღონ ისე, რომ არ შევაწუხო, უბრალოდ ჩემი მხედველობის არეში მყავდეს. გუშინ ხალკიდაში ვიყავით სასეირნოდ წასულები და შევნიშნე ბევრი ისეთი გამოხედვა, რომელიც ჯობდა რომ არ დამენახა. შეგრძნება მიჩნდება თითქოს კანიბალიზმი დაშვებულია საზოგადოებაში. ათასი სისულელე და სისაძაგლე გვესმის და ამ ყოველივეს ნორმალიზირება ხდება დროთა განმავლობაში. ყოველ ჯერზე როცა 12 წლის გოგონას გაუპატიურების ამბავს ვისმენ მინდა რომ მივვარდე სასამართლოში და დავლეწო ყველაფერი. მაგრამ არ შემიძლია, რადგან ამით მხოლოდ ძალადობას გავაღვივებ. ტრაგედიაა! ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობის მსხვერპლებს ჩვენ გარშემო და იძულებულები ვხდებით ჩვენში ჩავიტოვოთ ყველა ის განცდა რაც ამ დროს გვეუფლება.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *