Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პრევეზა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვირი დაიღუპა, მისი პატრონი დააკავეს

პრევეზა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვირი დაიღუპა, მისი პატრონი დააკავეს

60 წლის მამაკაცის წინააღმდეგ საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევის და გაუფრთხილებლობით ცხოველის დაღუპვის ბრალდებით საქმე აღიძრა.

პრევეზას ზიროსის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ვირი უყურადღებოდ დატოვა, ცხოველი გავიდა სოფლის გზის შუაგულში, რის შედეგადაც მას ორშაბათს გამვლელი მანქანა დაეჯახა და მომენტალურად მოკლა.

ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა მისი მანქანა ძლიერ დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი განყოფილების პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც უბედური ვირის 60 წლის პატრონი მოძებნეს და დააკავეს.

60 წლის მეპატრონის მიმართ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის და გაუფრთხილებლობით ცხოველის დაღუპვის ბრალდებით საქმე აღიძრა, ის პრევეზას რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *