Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს 12 საათიდან 6 საათამდე მეტროს ყველა ხაზი მუშაობას წყვეტს

დღეს 12 საათიდან 6 საათამდე მეტროს ყველა ხაზი მუშაობას წყვეტს

26 ნოემბერს, საბერძნეთის მეტროს თანამშრომლები 6 საათით შეწყვეტენ მუშაობას. კერძოდ გაჩერდება: მეტროს 1-ლი, მე-2 და მე-3 ხაზები და ტრამვაი.

თანამშრომლები გაფიცვას შუადღის 12საათიდან 6 საათამდე გეგმავენ. 

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა:

  • ხელფასების მომატება 
  • ღამის საათებში და დღესასწაულებზე მომუშავეთათვის დამატებითი ანაზღაურების პროცენტის გაზრდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სატრანსპორტო სამინისტრო საუბრობს ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე და გეგმავს მეტროს 24 საათიან განრიგზე გადასვლაზე თანამშრომლები ვერ გრძნობენ ვერც მხარდაჭერას პასუხისმგებელი ორგანოებისგან და ვერც ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნის პერსპექტივას.

“ჩვენ გვესმის მხოლოდ სიტყვები, რომელსაც საქმით არ ამტკიცებენ.” – აცხადებს მეტროს თანამშრომელთა ასოციაციის წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *