Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის მგზავრი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის მგზავრი დაშავდა

დღეს, 16 მაისს, დილით ათინონ-კალამატას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის ქალი დაშავდა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა დილის 09:35 საათზე მოხდა, როცა 60 წლის ქალმა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა და მისკენ მომავალ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც 30 წლის ბიჭი მართავდა.

60 წლის ქალის მანქანიდან გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო, დაშავებული მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადების თანახმად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 6 მეხანძრე 2 სახანძრო მანქანით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *