Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტო ასისტენტმა საჭე დაბლოკა და მძღოლმა ვეღარ შეძლო გადასწრება – აცხადებს საფეხბურთო გუნდის ΠΑΟΚ-ის დაშავებული გულშემატკივარი, რომელიც საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო

ავტო ასისტენტმა საჭე დაბლოკა და მძღოლმა ვეღარ შეძლო გადასწრება – აცხადებს საფეხბურთო გუნდის ΠΑΟΚ-ის დაშავებული გულშემატკივარი, რომელიც საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო

“საჭე გაიჭედა, ავტოასისტენტმა დაბლოკა და მძღოლმა ვეღარ შეძლო გადასწრება.” – უთხრა ბერძენ ექიმს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთმა დაშავებულმა რუმინეთში მომხდარი საბედისწერო ავარიის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბის ΠΑΟΚ-ის გულშემატკივრები, რომლებიც რუმინეთში მიემართებოდნენ ავტომანქანით საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ. ავარიის შედეგად 7 ახალგაზრდა დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მეორეს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ არა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, ხოლო მესამეს კი სხეულის მრავალგზის დაზიანებები მიადგა შეჯახების შედეგად. მას დაზიანებები ხერხემლის და კისრის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ ეს მუდმივ ტრავმას არ დაუტოვებს.

მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2 დაშავებულს შეუძლიათ საჰაერო გზით საბერძნეთში დაბრუნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *