Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

4 წლის პაციენტის მდგომარეობა გრიპის შედეგად დამძიმდა 

4 წლის პაციენტის მდგომარეობა გრიპის შედეგად დამძიმდა 

“აღია სოფია”-ს საავადმყოფოში მიიყვანეს გუშინ ღამით 4 წლის ბიჭი გრიპის მძიმე სიმპტომებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაციენტი საავადმყოფოში მშობლებმა მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საავადმყოფოში მიყვანისას დადგინდა, რომ არასრულწლოვანს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. 

იმავე საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება 6 წლის გოგონაც, რომელიც გრიპის მძიმე სიმპტომებით გასულ კვირას მიიყვანეს საავადმყოფოში. 

როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (EODY) აცხადებს, ქვეყანაში საავადმყოფოებში მოთავსებულ გრიპის მქონე პაციენტთა რიცხვი გაორმაგდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შემთხვევების მნიშვნელოვანი პროცენტი სერიოზულია, და გართულებულ პაციენტთა უმეტესობა არავაქცინირებულია“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *