Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
მსოფლიო

ათასობით დაშავებული და ნანგრევებით დაფარული მარაკეში 6,8 რიხტერის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

დრამატულ მომენტებს გადიან  მაროკოს მოქალაქეები რიხტერის შკალით 6,8 სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ.

მსხვერპლმა უკვე 2000-ს გადააჭარბა და ეს რიცხვი თანდათან იზრდება, ტარდება ოპერაციები ნანგრევებში მოყოლილების და გადარჩენილების პოვნის იმედით. მაროკოს მთავრობამ დაღუპულთა გამო სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, ხოლო მოქალაქეები ქვეყნის ყველა მეჩეთში ილოცებენ დაღუპულთა და დაშავებულთათვის დღის განმავლობაში.

ქვეყნის მოქალაქეები, ერთის მხრივ გლოვობენ ახლობლებს, მეორე მხრივ კი ნანგრევებში  მოყოლილებს ეძებენ. მარაკეშის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ სახელმწიფოსგან დახმარება მინიმალურია.

ამავდროულად ქალაქის მიმდებარე სოფლებში, მოქალაქეები ჭრიან მასობრივ საფლავებს და ემშვიდობებიან თავიანთ გარდაცვლილებს.

ბიძგები უკვე მეორე დღეა გრძელდება, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს. მიწისქვეშა ბიძგები რიხტერის 4,5 ბალს არ აღემატება, თუმცა პანიკისთვის ეს საკმარისია.

ამავდროულად, ექსპერტები შენობების სავალალო  მდგომარეობაზე მიუთითებენ. არქიტექტორები საუბრობენ გადაუდებელ აუცილებლობაზე, შეცვალონ ძველი შენობები ახალი, ანტისეისმური ძლიერი ნაგებობებით.

მაცხოვრებლებს განმეორებითი მიწისძვრის შიშით ქუჩაში ძილი ურჩევნიათ, თავის მხრივ კი პოლიცია უკრძალავს მათ სახლებში ხელახლა შესვლას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *