ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
გამოძიებამ მოიპოვა ვიდეომასალა თუ, როგორ გადააქვს გვინეის მოქალაქეს 24 წლის ამარატას ცხედარი ჩემოდნით. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ბურკინა-ფასოდან იყო, ხოლო მისი ცხედარი ათენის წმინდა პანტელეიმონის რაიონში, ჩემოდანში აღმოაჩინეს.
ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსიდან გამოდის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ის იმავე შენობაში ახალგაზრდა ქალთან ერთად შევიდა.
საქმის მთავარი ეჭვმიტანილი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ევროპული დაკავების ორდერის საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული და ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს 29 ოქტომბერს შეხვდნენ. სავარაუდოდ, მან ქალი ლიოსიონის ქუჩიდან წაიყვანა საკუთარ ბინაში, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა და მოკლა.
ეჭვმიტანილი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბინაში დარჩა. 5 ნოემბერს კი მან ქალის ცხედარი ჩემოდნით ქუჩაში ჩაიტანა და იმ ადგილას დატოვა, სადაც მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე მოიპოვეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასუფთავებს ეჭვმიტანილი საცხოვრებელი კორპუსის საერთო სივრცესა და ტროტუარს მას შემდეგ, რაც ჩემოდნით ცხედარი გაიტანა.
