Latest news
ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული როდის შეუძლიათ მძღოლებს ჩამორთმეული მართვის მოწმობების დროზე ადრე დაბრუნება დღეიდან ტემპერატურა იკლებს - სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი 24 წლის ამარატას მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს 
შაბათი, ნოემბერი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდის შეუძლიათ მძღოლებს ჩამორთმეული მართვის მოწმობების დროზე ადრე დაბრუნება

როდის შეუძლიათ მძღოლებს ჩამორთმეული მართვის მოწმობების დროზე ადრე დაბრუნება

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრო საგზაო მოძრაობის კოდექსში (ΚΟΚ) ცვლილებების შესატანად კანონპროექტს ამზადებს. ახალი კანონპროექტის მიზანია სანქციების უფრო სამართლიანი და პროპორციული გამოყენება ისე, რომ საგზაო უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნები შენარჩუნდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მართვის მოწმობის ჩამორთმევის წესს ეხება. კერძოდ, თუ მძღოლი ისეთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რომლის მართვის უფლებაც მის მოწმობაში არ არის გათვალისწინებული, მას შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა უფრო ადრე მიეცემა.

მაგალითად, თუ მოტოციკლის მძღოლს შესაბამისი კატეგორიის ნაცვლად უფრო დაბალი კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს, დღეს მოქმედი წესით მას მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ახალი ცვლილების მიხედვით კი, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ერთი თვის გასვლისთანავე შეეძლება უფრო მაღალი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად გამოცდაზე გასვლა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მართვის მოწმობა მას ერთი წლის ვადის გასვლამდე დაუბრუნდება.

ცვლილებები იგეგმება ასევე არასწორი პარკირების შემთხვევებთან დაკავშირებითაც. სამინისტროს განზრახული აქვს ფულადი ჯარიმის გაზრდა, თუმცა მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადის შემცირება.

ამასთან, ძალაში დარჩება მკაცრი სანქციები განსაკუთრებით მძიმე და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი დარღვევებისთვის, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პანდუსებზე, ტროტუარებზე, ქვეითთა გადასასვლელებსა და ავტობუსის ზოლებში ავტომობილის გაჩერებისთვის.

ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია საბერძნეთში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლამდე შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 56-ით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად იკლო დაშავებულთა რაოდენობამ.

მთავრობა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს: საგზაო მოძრაობის კოდექსის გამკაცრებით, პოლიციის მიერ კონტროლის გაძლიერებით, განსაკუთრებით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის შემთხვევებზე, და სათვალთვალო კამერების გამოყენებით, რომლებიც როგორც პრევენციულ, ისე დარღვევებზე რეაგირების ფუნქციას ასრულებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *