Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ათენის ცენტრში ტრეფიკინგის მსხვრეპლი ოთხი არასრულწლოვანი აღმოაჩინეს

საბერძნეთის პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნაპოვნია ოთხი უსახლკარო არასრულწლოვანი, რომლებიც ტრეფიკიორებს ათენის ცენტრში,ფილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი.

აღნიშნულ ფაქტზე პოლიცია ინფორმირებული იყო 24-საათიანი ცხელი ხაზით, რის შემდეგაც მოხდა ემიგრაციისა და მოქალაქეთა დაცვის სამინისტროების დიდი მობილიზება .

პოლიციას მიეცა ყველა საჭირო ინფორმაცია და შემთხვევის ადგილზე მისულებმა ათენის უშიშროების ქვედანაყოფებთან ერთად კოორდინირებული მოქმედებების შედეგად დაახლოებით ერთ საათში  შეძლეს სარდაფში გამოკეტილი ოთხი არასრულწლოვანის პოვნა და გადარჩენა.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა რათა მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ.

შედეგად, განთავისუფლებული მოზარდები გადაიყვანეს აგიოს პანტელეიმონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც განხორციელდა მათი პირველადი რეგისტრაციის პროცესი, რის შემდეგაც ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს EPPAA-ს გადაუდებელი განსახლების სტრუქტურაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *