Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

გემის ჩაძირვის შემდეგ ტრეფიკინგისთვის დაკავებულ ცხრა ეგვიპტელს ბრალი წაუყენეს

გასულ კვირას საბერძნეთის მახლობლად მიგრანტების გემის კატასტროფის შემდეგ, ტრეფიკინგისთვის დაკავებულ ცხრა ეგვიპტელს ბრალი წაუყენეს. ისინი სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩებიან.

ეჭვმიტანილები, რომლებიც გასულ კვირას კალამატას პორტში, კატასტროფის შემდეგ დააკავეს 20-დან 40 წლამდე ასაკის არიან და ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა და კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მხოლოდ 104 ეგვიპტელი, პაკისტანელი, სირიელი და პალესტინელი მამაკაცი გადაურჩა ამ საშინელ ტრაგედიას, ნაპოვნია 82 გარდაცვლილის ცხედარი.

გადარჩენილების თქმით გემზე ასევე იმყოფებოდნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც გემის ტრიუმში იყვნენ ჩაკეტილები.

საბერძნეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო წარმოდგენა, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე, როდესაც ის ჩაიძირა – შეფასებები მერყეობს 400-დან 700-მდე.

სამშაბათს საბერძნეთის საზღვაო ფლოტის ფრეგატი, საპატრულო ნავი და კიდევ ოთხი ხომალდი პელოპონესის ნახევარკუნძულის წყლებში, სადაც მიგრანტები გაუჩინარდნენ ჯერ კიდევ აწარმოებდნენ ძებნას, მაგრამ ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი ადამიანის პოვნის იმედი ძალიან მწირია.

კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მეტის გაკეთება ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

საბერძნეთის სანაპირო დაცვა კვლავ თავდაპირველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ იგი მოქმედებდა საზღვაო კანონმდებლობის შესაბამისად.

სანაპირო დაცვამ თავიდან თქვა, რომ ნავი იტალიისკენ სტაბილურ კურსზე იმყოფებოდა, ამიტომ არ ჩარეულა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ იგი ცდილობდა მიგრანტთა ნავის დახმარებას თოკის მიმაგრებით, მაგრამ  მიგრანტებმა დახმარებაზე უარი თქვეს.

უფლებადამცველთა ჯგუფები კი  ხაზს უსვამენ, რომ გადარჩენილთა ჩვენებები ეწინააღმდეგება სანაპირო დაცვის ვერსიას მოვლენების განვითარების შესახებ .

თავის მხრივ პაკისტანის ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ  გემის ჩაძირვის შემდეგ მათ დააკავეს შვიდი სავარაუდო საკვანძო ფიგურა ადამიანებით ვაჭრობის რგოლში.

პოლიციის განცხადებით რგოლი დაკავებული იყო პაკისტანელების ევროპაში არალეგალური გზით გადაყვანაში.

გარდა ამისა ბოლო რდენიმე დღის განმავლობაში პაკისტანში დააკავეს კიდევ ოცდაათი სხვა ეჭვმიტანილი, რომლებიც იკითხებოდნენ უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაში მონაწილეობისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *