Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის Pride ფესტივალს კასელაკისი მის პარტნიორთან ერთად დაესწრო

ათენის Pride ფესტივალს კასელაკისი მის პარტნიორთან ერთად დაესწრო

ათენის Pride ფესტივალის ფარგლებში გადაადგილება შეიზღუდა დედაქალაქის ცენტრში.

გუშინ, 14 ივნისს ათენის Pride ფესტივალის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა და სწორედ ეს გახდა ამ დღის აღნიშვნის მიზეზიც.

მონაწილეებმა ეს დღე მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით აღნიშნეს, რის გამოც ცენტრში მოძრაობა ღამის 22:00 საათამდე იყო გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებს შეუერთდა კასელაკისი მის პარტნიორთან ერთად: “ორ საკითხს უნდა შევეხოთ: აღიარებას და მიმღებლობას. თითოეული ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, ყოველი ჩვენგანი არის განსხვავებული და უნიკალური. სწორედ ამიტომ უნდა შეგვეძლოს გვქონდეს მიმღებლობა და მივიღოთ ჩვენი თანაადამიანები. უნდა ვიქცეთ ისეთ სოციუმად, საზოგადოებად, რომელიც თანაადამიანს იღებს და გულში იხუტებს. როცა მოქალაქე თავისუფალია უფრო ბედნიერია და უფრო მეტად შეუძლია სხვა ადამიანს მხარში დაუდგეს.” – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *