Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ათენში, კოლოკოტრონის ქუჩაზე მდებარე სადარბაზოში ნაპოვნი 30 წლის ეთიოპიის მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.

პოლიციამ ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 45 წლის იტალიის მოქალაქე დააკავა, რომელსაც გარდაცვლილი გაცნობის საიტიდან შეხვდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალი სადარბაზოს მეოთხე სართულიდან სადარბაზოებს შორის არსებულ სივრცეში გადავარდა.

ეჭვმიტანილი საბერძნეთში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა. პოლიციელებს განუცხადა, რომ ქალთან იჩხუბა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილსაც და ეჭვმიტანილსაც სახისა და სხეულის არეში ნაკაწრები ჰქონდათ.

დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ არ იცნობდა გარდაცვლილს და უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე სახლიდან გააგდო.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ სადარბაზოში, საიდანაც ქალი გადავარდა, არის ფანჯარა, რომელიც არ იღება და ვინმემ უნდა გატეხოს, რომ გარეთ ფანჯრიდან აღმოჩნდეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იტალიის მოქალაქეს იმავე სადარბაზოს მესამე სართულზე ჰქონდა ნაქირავები ბინა. გამოძიება ცდილბს დაადგინოს ცდილობდა თუ არა ქალი გაქცეოდა საფრთხეს და სწორედ ამ მიზნით ავიდა თუ არა მეოთხე სართულზე, სადაც ჩაამსხვრია ფანჯარა და უეცრად ჰაერში აღმოჩნდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *