Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 29 ნოემბერს მეტრო 4 საათი შეწყვეტს მუშაობას

ათენი: 29 ნოემბერს მეტრო 4 საათი შეწყვეტს მუშაობას

შაბათს, 29 ნოემბერს, საბერძნეთის მეტროს თანამშრომლები 4 საათით შეწყვეტენ მუშაობას. კერძოდ შაბათს გაჩერდება: მეტროს 1-ლი, მე-2 და მე-3 ხაზები და ტრამვაი.

თანამშრომლები გაფიცვას შუადღის 1 საათიდან 5 საათამდე გეგმავენ. 

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა:

  • ხელფასების მომატება 
  • ღამის საათებში და დღესასწაულებზე მომუშავეთათვის დამატებითი ანაზღაურების პროცენტის გაზრდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სატრანსპორტო სამინისტრო საუბრობს ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე და გეგმავს მეტროს 24 საათიან განრიგზე გადასვლაზე თანამშრომლები ვერ გრძნობენ ვერც მხარდაჭერას პასუხისმგებელი ორგანოებისგან და ვერც ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნის პერსპექტივას.

“ჩვენ გვესმის მხოლოდ სიტყვები, რომელსაც საქმით არ ამტკიცებენ.” – აცხადებს მეტროს თანამშრომელთა ასოციაციის წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *