Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: თაღლითობის მსხვერპლი ამანათით ძვირფასეულობას ელოდა და 95 000 ევრო დაკარგა

63 წლის ქალმა ალექსანდრუპოლიდან 90 000 ევროზე მეტი დაკარგა ამანათის მიღების მოლოდინში, რომელშიც ოქროს ზოდები, ზურმუხტები და სხვა ძვირფასეულობა იქნებოდა.

წარმოუდგენელი თაღლითობის შესახებ ქალმა პოლიციას ოთხშაბათს ღამით (13/9) შეატყობინა. გავრცელებული ცნობით, ყველაფერი მოხდა 2023 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით, როდესაც მას უცხო პირები დაუკავშირდნენ და დაარწმუნეს, რომ თუ მათ გადაუხდიდა თანხას, მიიღებდა ამანათს ოქროთი, ზურმუხტებით და ა.შ.

რაც არ უნდა საოცარი იყოს, ქალმა დაიჯერა, რომ ის მიიღებს “ოქროს” პაკეტს, თუ გადაგზავნის თანხას მითითებულ ანგარიშებზე და მოახდინა 4 ფულადი გადარიცხვის გაკეთება, ჯამში სულ გადარიცხა 95000 ევრო!

საბოლოოდ, მის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ პოლიციის მიერ ჩატარდა სპეციალური ოპერაცია და დააკავეს 50 წლის ნიგერიელი და 51 წლის კამერუნელი მამაკაცი.

ერთი მათგანი მის მიერ  მითითებული ანგარიშიდან თანხის აღების დროს დააკავეს, ხოლო მეორე კი ევროსის ავტობუსების სადგურში, როდესაც სალონიკში გამგზავრებას აპირებდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *