Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქის გენერალური საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება  ალექსანდრუპოლის საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარიოს თემისტოკლეუს და EKAV-ის პრეზიდენტის, ნიკოს პაპაევსტათიუს თანდასწრებით, რომლებიც ქალაქში გაემგზავრნენ ორშაბათს საღამოს (21/8).

პაციენტების სასწრაფო დახმარების მანქანებით  გადაყვანის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ხანძრის გავრცელებით, რომელიც შაბათს დილიდან გავრცელდა ალექსანდრუპოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, 01:00 საათის შემდეგ ცეცხლი უკვე ჩანდა საავადმყოფოს ტერიტორიიდანაც. წუხელ, ღამით, სულ 30 სასწრაფო დახმარების მანქანა ალექსანდრუპოლიდან კომოტინიდან, კავალადან, ქსანთიდან,  სალონიკიდან, ასევე 3 სამხედრო, EKAV-ის პრეზიდენტის ნიკოს პაპაევსტათიუს კოორდინაციით ახორციელებდნენ საავადმყოფოს ევაკუაციას.

ქალაქის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 65 პაციენტი უსაფრთხოდ განათავსეს სამგზავრო საბორნე გემ “ადამანტიოს კორაისზე”, რომელიც ფაქტიურად დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდა.

მძიმე პაციენტებისთვის გარეთ კარვები იყო გაშლილი, ხოლო გემბანები პალატებად გადაკეთდა. ექიმების, ექთნების და ათობით მაშველის ძალისხმევა, რომლებსაც  მუდმივად გადაყავდათ პაციენტები, ზეადამიანურია.

გეგმის მიხედვით, გადაყვანები განხორციელდა მეზობელი ქალაქების საავადმყოფოებში. ევაკუაცია დაიწყო 12 ახალშობილით, რომელთაგან ერთი ინტუბირებულია, ხოლო 46 პაციენტი საკაცით კომოტინის გენერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *