Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ფილიში: 50 ადამიანი ჩაკეტილია მონასტრის შიგნით

ამ დროისთვის უკონტროლო ხანძარი მძვინვარებს ასევე ატიკის ფილიში, ტერიტორიაზე მდებარე კლისტონის მონასტერში მონაზვნები არიან მომწყვდეული, მეხანძრეთა ჯგუფები მიემართებიან შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაციის დასაწყებად.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ფილიში დაახლოებით  12:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო კლეისტონის მონასტრის შემოგარენს და მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა ვერ მოასწრეს რომ ახლოს მისულიყვნენ შიგნით მყოფი მონაზვნების გამოსაყვანად. მონასტერში სულ 50 ადამიანი იმყოფება.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაეგავნათ შეტყობინება 112-დან, რომ დატოვონ ტერიტორია და გადაადგილდნენ ანო ლიოსიის მიმართულებით.

გავრცელებული კადრების მიხედვით  ხანძარი სწრაფად ვრცელდება და უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს.

ამ დრომდე მუშაობს 56 მეხანძრე-მაშველი 23 ავტომობილით, 1 ქვეითთა ჯგუფი, ხოლო ჰაერიდან 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *