Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: ცეცხლოვანი ფრონტი უკონტროლოდ მძვინვარებს-დაიწვა სახლები და მანქანები

საბერძნეთის  საზანძრო სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის უკონტროლო ხანძარი მძვინვარებს ალექსანდრუპოლში. არის ცნობები დამწვარი სახლების და ავტომანქანების შესახებ სოფლებში-აეტოხორი  და პევკი.

ხანძრის მთავარი ფრონტი ძალიან ახლოს არის სოფლებთან, აგნადიასთან და ანთიასთან და მოძრაობს ალექსანდრუპოლის აეროპორტის ჩრდილოეთით, ხოლო მკვრივი კვამლი, რომელმაც მიაღწია ქალაქს, ძალიან სერიოზულ პრობლემას იწვევს,  მოსახლეობისთვის გაიგზავნა  განგაშის შეტყობინება 112-დან, რათა დარჩნენ სახლებში დახურული კარ-ფანჯრებით.

დილიდან გაგზავნილი შეყობინებების შემდეგ  ევაკუირებული იქნა რვა დასახლებული პუნქტი.

როგორც სახანძრო სამსახურისთვის გახდა ცნობილი, რეგიონში ქარმა ერთ მომენტში რვა ბოფორტს მიაღწია, მოსალოდნელია მთელი ღამის განმავლობაში ქარი მინიმუმ 5 ბოფორტის ინტენსივობით შენარჩუნდეს.

ამ მიზეზით, სახანძრო ძალები იბრძვიან ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად. გარდა სახანძრო დეპარტამენტის გაძლიერებული სახმელეთო ძალებისა, ადგილზე მობილიზებული არიან რეგიონის პოლიცია, მოხალისეების ჯგუფი, ასევე 14 თვითმფრინავი და ოთხი შვეულმფრენი.

სამოქალაქო დაცვის უწყება  ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაციისა და მათი უსაფრთხოებისათვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *