Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

საშინელი დანაშაული აშშ-ში: ქალმა 47 წლის პარტნიორს თავი მოჰკვეთა

მორიგი შოკისმომგვრელი  მკვლელობა შეერთებულ შტატებში, ამჯერად ნევადაში.

47 წლის ჯეიმს ვილეტის თავი მოჰკვეთა მისმა 45 წლის პარტნიორმა, დევინ მაიკლსმა.

New York Post-ის ცნობით, 45 წლის ქალი პარტნიორისთვის  თავის მოკვეთის შემდეგ, მისი გვამის გაქრობას ქლორის და ამიაკის გამოყენებით ცდილობდა. შვილის თავმოკვეთილი ცხედარი დედამ აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე მისულ ძალოვანებს ქალმა უთხრა, რომ მისი შვილის ცხედარს კვამლი ჯერ კიდევ ასდიოდა, ხოლო გამოყენებული ძლიერი ქიმიკატების გამო სააბაზანოში ძლიერი სუნი იდგა.

საქმის კიდევ უფრო შემზარავს ხდის ის ფაქტი, რომ მსხვერპლის მოკვეთილი თავი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

დამნაშავის დასაკითხად სიცრუის დეტექტორი გამოიყენეს, რომელმაც ქალის ბრალეულობა დაადასტურა.

დაკითხვის შემდეგ დამნაშავე ამტკიცებდა რომ მისი პარტნიორი მასზე ძალადობდა და მათ უფროს შვილს აიძულებდა მამის თვალწინ ებანავა.

მკვლელობის მომენტის აღწერისას ქალი ამტკიცებდა, რომ მსხვერპლს თავში მძიმე საგანი ჩაარტყა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. მისი თქმით, არ სურდა პარტნიორის მოკვლა, უბრალოდ უნდოდა იმ დონემდე დაეზიანებინა, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გამხდარიყო საჭირო, რათა დრო მოეგო და ამასობაში გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო და სად დაებინავებინა მათი შვილები.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *