ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საზარელი შემთხვევა – დაკავებულია 6 პირი
ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საზარელი შემთხვევა – დაკავებულია 6 პირი
დიდი აღშფოთება გამოიწვია 5 წლის ბიჭუნას ამბავმა, რომელზეც საბავშვო ბაღში მისი თანატოლები სექსუალურად ძალადობდნენ.
პოლიციაში საჩივარი არასრულწლოვნის მამამ შეიტანა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოძალადეები ბიჭუნას თანატოლი ბავშვები არიან, რომლებსაც პოლიცია მათ მშობლებთან ერთად გადაიყვანს პროკურორთან დაკითხვაზე. დაკავებულები არიან ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელები, არასრულწლოვნებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევის ბრალდებით.
ძალადობის მსხვერპლის მამამ protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა: “ყველანი შოკში ვართ, ძალიან შეშინებულია ჩვენი პატარა. როდესაც ჩემმა მეუღლემ ბაღიდან სახლში მოიყვანა დაიძინა, საღამოს გამოეღვიძა, საპირფარეშოში წავიდა და საპირფარეშოდან სწრაფადვე შევარდა ოთახში. არ ჯდებოდა, ფეხზე იდგა და მიყურებდა. როდესაც ვკითხე რა მოხდა პასუხი ვერ გამცა.. ძალიან შეშინებული იყო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოცხალი ბავშვია საერთოდ არ ლაპარაკობდა, არც მადა ჰქონდა. შემდეგ მითხრა: “მამა, უკან მეწვის..” მაგრამ მიზეზი არ მითხრა. ჩემი ხანგრძლივი, დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი გამიმხილა რაც მოხდა.”
აღელვებული მამა დეტალურად ყვება შვილის მონათხრობს: “მითხრა რომ თანაკლასელებმა შესვენების დროს ოთახში შეიყვანეს, დაარტყეს, ხელი ჰკრეს. მითხრა: “ხელის კვრის შემდეგ დავეცი. ერთ-ერთმა თანაკლასელმა ხელები დამიჭირა, ხოლო მეორემ კი შარვალი გამხადა.”” – დაზარალებულის მამამ ლოგიკური მიზეზების გამო შეწყვიტა მომხდარის აღწერა და იქვე დასძინა: “ჩემმა შვილმა მითხრა რომ ძალიან შეეშინდა, იმდენად შეშინებული იყო რომ ვერც კი ლაპარაკობდა. რიგ-რიგობით აკავებდნენ და აუპატიურებდნენ..”
