Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭის მამა ბიჭუნას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს.

ალექსანდრუპოლი: 5 წლის ბიჭის მამა ბიჭუნას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს.

როგორც კი მამამ მომხდარის შესახებ შეიტყო მოძალადეების ოჯახში მივიდა.
“როდესაც ერთ-ერთი მოძალადის ოჯახში მივედით ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჰკითხა თუ რა უქნეს ჩვენს შვილს, მან კი უპასუხა: “ორმა მოვ***” და გაიცინა. ამ სიტყვების გაგონებისას მისმა დედამ გააჩერა და უთხრა: “ჩვენ ვიტყვით რომ არაფერი მომხდარა!”, აღნიშნული ფაქტის შემდეგ მეორე ოჯახში მივედით, იგივე კითხვა დავუსვით მეორე თანაკლასელსაც, რომელმაც ღიმილით გვიპასუხა რომ არაფერი მომხდარა.”
ძალადობის მსხვერპლის მშობლებს დრო არ დაუკარგავთ. დაუყოვნებლივ წაიყვანეს ბიჭუნა საავადმყოფოში ექსპერტიზის ჩასატარებლად. “ექიმმა დაადასტურა, რომ ბავშვს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა და დაუყოვნებლივ დავუკავშირდით პოლიციას. ადგილზე ფსიქოლოგიც მოვიდა, რომელიც ბავშვს გაესაუბრა. საჩივარი უკვე შეტანილია და მივყვებით სამართალდამცავი ორგანოებისა და ფსიქოლოგის მითითებებს.”
“პირველად ვნახე ასეთ მდგომარეობაში ჩემი შვილი, ამიტომ მალევე მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ იყო. პარასკევს დილით, როგორც კი საავადმყოფო დავტოვეთ საბავშვო ბაღში მივედით. საბავშვო ბაღის დირექტორმა გვითხრა რომ არაფერი გვეთქვა პრესისთვის. დაუჯერებელია რაც ხდება.. შოკირებულები ვართ ყველა..” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *