Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 19 წლის მძღოლი ავტომანქანით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 19 წლის მძღოლი ავტომანქანით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა

მართვის მოწმობის გარეშე, ნასვამ მდგომარეობაში 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც პალიური ხალკიდიკის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 20:00 საათზე მოხდა, როცა ავტომანქანა, რომელსაც 19 წლის მძღოლი მართავდა შეეჯახა მეორე ავტოამქანას, რომლითაც 52 წლის კაცი გადაადგილდებოდა. შეჯახების შედეგად 19 წლის ბიჭის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. გაჩერებაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ადამიანები იდგნენ, 17 წლის ბიჭი და 25 წლის გოგონა, რომლებსაც მიადგათსხეულის დაზიანებები და საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა. 

პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა მძღოლი.

გამოძიებას მუდანიონის პოლიციის განყოფილება აწარმოებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *