Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: პოლიციამ 18 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ბრალი მრავალშვილიანი მამის მკვლელობაში ედება

ალექსანდრუპოლი: პოლიციამ 18 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ბრალი მრავალშვილიანი მამის მკვლელობაში ედება

18 წლის ბიჭის ბრალი დამძიმდა მას შემდეგ, რაც 42 წლის 4 შვილის მამა, რომელმაც ჩხუბის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა.

დაკავებული ემვროში, ფერესში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა.

ამჯერად 18 წლის ბიჭს ბრალი მკვლელობაში ედება და ელოდება პროკურორისა და გამომძიებლის საბოლოო გადაწყვეტილებას, რათა დადგინდეს განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე თუ გაუფრთხილებლობასთან. 

საწყის ეტაპზე დაკავებულს სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებაში ედებოდა ბრალი. ამიტომ დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს პირობითი სასჯელისა და 1 000 ევროიანი ჯარიმის შეფარდებით, თუმცა ბრალის დამძიმების შემთხვევაში მას აუცილებლად დააკავებენ.

ჩხუბი ბრალდებულსა და 42 წლის გარდაცვლილს შორის 15 აგვისტოს ღამეს მოხდა, როცა 42 წლის კაცს შემთხვევით ჭიქა გაუტყდა. ნამსხვრევებმა იქვე მყოფ გოგონას ფეხი დაუსერა, რომელმაც მამას დაუძახა საშველად. გოგონას მამამ მოითხოვა 42 წლის კაცისგან ახსნა განმარტების მიცემა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბი კლუბის გარეთაც გაგრძელდა, ამიტომ 18 წლის ბიჭი მათ გასაშველებლად ჩაერია, ხელი ჰკრა 42 წლის კაცს, რომელიც დაეცა, დაცემის შედეგად თავი დაარტყა და გონება დაკარგა. 

საავადმყოფოში 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ კი დაშავებული გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *