Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ გაათავისუფლა მძღოლი, რომელმაც 27 წლის გოგონა სამსახურიკსენ მიმავალ გზაზე გააუპატიურა

პოლიციამ გაათავისუფლა მძღოლი, რომელმაც 27 წლის გოგონა სამსახურიკსენ მიმავალ გზაზე გააუპატიურა

ახალი დეტალები ვრცელდება 27 წლის გოგონას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც იმ კომპანიის ავტობუსის მძღოლმა იძალადა, რომელშიც გოგონა იყო დასაქმებული.

შემთხვევა ასპროპირღოსში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ 46 წლის ალბანელი ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა და პროკურორთან დაკითხვაზეც გადაიყვანა, ცნობილი გახდა, რომ დაკითხვის შემდეგ მოძალადე გაათავისუფლეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქმე 27 წლის გოგონას საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რომელმაც განაცხადა, რომ 13 მაისს, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მძღოლმა გოგონა ავტობუსში მოიმწყვდია და უმოწყალოდ გააუპატიურა. ძალადობის შემდეგ კი უთხრა, რომ დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა ტირილი, რათა შეძლებოდა მისი სამსახურში მიყვანა. 

შემთხვევიდან მეორე დღეს გოგონა პოლიციაში მივიდა და განაცხადა გაუპატიურების ფაქტის შესახებ. ცნობილია, რომ გოგონას ჰქონდა სისხლდენაც. პოლიციის შენობიდან ძალადობის მსხვერპლი გადაიყვანეს კლინიკაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად და ანალიზების გასაკეთებლად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *