Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთი

ამალიადა: 55 წლის ქალმა ელექტროენერგიის გათიშვის გამო თავის მოკვლა სცადა

დღეს დილით ამალიადაში 55 წლის ქალმა დიდი ოდენობით აბების მიღებით თვითმკვლელობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან რამდენიმე საათით ადრე ელექტრომომარაგების კომპანიამ მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

სახლიდან გარეთ გასულმა ქალმა გონება დაკარგა, ის მეზობლებმა შეამჩნიეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

იმ დროისთვის მის გადასაყვანად სასწრაფო დახმარების მანქანა არ აღმოჩნდა, ამიტომ მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობეს.

55 წლის ქალი საპატრულო მანქანით ამალიადის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ამ დროისათვის როგორც ექიმები აღნიშნავენ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი დროული ჩარევით ყველაზე ცუდი შედეგი თავიდან იქნა აცილებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *