Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ამინდის უახლესი პროგნოზი- შუადღიდან ადგილობრივი წვიმა ჩრდილო-აღმოსავლეთში

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ახალი მატებაა მოსალოდნელი.  ტემპერატურის მაქსიმალური კონტინენტური  მაჩვენებლები მიაღწევს 40-დან 42 გრადუს ცელსიუსამდე მიაღწევს, ადგილობრივად კი თესალიისა და სტერეაში 43-დან 44 გრადუს ცელსიუსამდე, იონიის კუნძულებზე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, დოდეკანისსა და სამხრეთ კრიტზე 39-დან 41 გრადუსამდე.

თუმცა, დღის საათებში კონტინენტურ რაიონებში განვითარდება ღრუბლიანობა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია ადგილობრივი წვიმა.

ტემპერატურა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება ხვალ, ოთხშაბათს, შუადღიდან კი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით და უფრო კონკრეტულად ჩრდილოეთ იონიაში, ეპიროსსა და დასავლეთ სტერეაში ამინდი შეიცვლება შტორმით, რომელსაც დროებით მოჰყვება ძალიან ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ეს ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური მოვლენები საღამოს გავრცელდება მაკედონიაში, თესალიაში, დასავლეთ პელოპონესსა და სამხრეთ იონიაში.

ოთხშაბათისთვის, სინოპტიკოსი საკის არნაუტოღლუ მოუწოდებს მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღებისაკენ ხანძრის გაზრდილი რისკის გამო უმეტეს კონტინენტურ რაიონებში (დაბლობზე და მთებში), რადგან არ არის გამორიცხული, რომ ქარის სიჩქარემ მიაღწიოს 5-6 ბოფორტს, დაბლობ თესალიაში და აღმოსავლეთ მატერიკზე იქნება 7 ბოფორტი, ხოლო მთებში ქარის უფრო მეტად გაძლიერებაა მოსალოდნელი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *