Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდი რადიკალურად იცვლება – წვიმა და ქარიშხალი – სად უნდა ველოდოთ სეტყვას

ამინდი რადიკალურად იცვლება – წვიმა და ქარიშხალი – სად უნდა ველოდოთ სეტყვას

ამინდის რადიკალური ცვლილების შედეგად მზიან, ცხელ ამინდებს წვიმა და ქარიშხალი ჩაანაცვლებს.

სინოპტიკოსების მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად ქვეყნის უმეტეს ნაწილში მერყევი ამინდია მოსალოდნელი. დილიდან მოსალოდნელია წვიმა საბერძნეთის ჩრდილოდასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, ხოლო იონიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში კი ქარიშხალს და სეტყვასაც უნდა ველოდოთ.

ამინდის უეცარი და რადიკალური ცვლილება, წვიმებით, ქარიშხლებითა და სეტყვით, გუშინდელი დღიდან დაფიქსირდა ქვეყნის ჩრდილო-ჩრდილოდასავლეთ ნაწილში: კილკისი, სალონიკი, იანინა.

სინოპტიკოსების თანახმად უამინდობა 21 აგვისტომდე გასტანს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჭექა-ქუხილისა და ჩამოვარდნილი მეხის დაფიქსირებისას, რაც შეიძლება ხანძირს გაჩენის მიზეზი გახდეს.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის განცხადების თანახმად 44 ხანძრიდან, რომლებიც გუშინ გაჩნდა, 10 მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *