Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: შაბათს შემოდგომა მოდის-ძლიერი წვიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით

დღეს ოქტომბრის ბოლო დღეა, მაგრამ ამინდი სეზონისთვის უჩვეულოდ მზიანი და თბილი რჩება, თუმცა მომავალი შაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

ოთხშაბათიდან (1/11)  სინოპტიკოსების პროგნოზით მოსალოდნელია მსუბუქი ადგილობრივი წვიმები დასავლეთ და ჩრდილო დასავლეთ საბერძნეთში, ასევე თრაკიაში და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.

იქროლებს 6 ბოფორტამდე სიძლიერის დასავლეთის მიმართულების ქარი და ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

ხუთშაბათს ადგილობრივი წვიმები და იზოლირებული შტორმებია მოსალოდნელი დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში და ეგეოსის კუნძულებზე. ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს.

და ბოლოს, არსებობს სერიოზული მინიშნებები, რომ პარასკევს, საღამოს საათებიდან ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში და შაბათს თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ინტენსიური წვიმები და ადგილობრივი შტორმები. ამავდროულად იქროლებს 8 ბოფორტამდე სიძლიერის სამხრეთის ქარი, ხოლო ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *