Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

ევროკავშირისა და ტუნისის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება იმიგრაციასთან დაკავშირებით

კვირას, ტუნისის პრეზიდენტმა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის “სტრატეგიული თანამშრომლობის” შეთანხმებას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ტუნისის პრეზიდენტთან, კაის საგუეტთან ერთად.

ხელმომწერები შეთანხმდნენ 11 ივნისს ერთობლივად მიღებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის პაკეტის განხორციელებაზე.

ტუნისი ბოლო თვეების განმავლობაში გახდა ამოსავალი წერტილი ათასობით მიგრანტისთვის, რომლებიც ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ევროპაში მოსახვედრად.

კერძოდ, ხელმოწერილი მემორანდუმი შეიცავს შეთანხმებებს ადამიანებით მოვაჭრეების ბიზნეს მოდელის ჩაშლის, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებისა და მიგრანტების რეგისტრაციისა და დაბრუნების პროცესის გასაუმჯობესებლად.

ევროკავშირსა და ტუნისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განხორციელდება სხვადასხვა ფორმით, შესაბამისი რეგულაციებისა და მოქმედი პროცედურების დაცვით.

გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირი-ტუნისის ასოცირების საბჭოს ფარგლებში წლის ბოლომდე მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა პოლიტიკური და ინსტიტუციური კავშირების აღორძინების მიზნით, საერთო საერთაშორისო გამოწვევების ერთობლივი გადაჭრისა და წესებზე დაფუძნებული წესრიგის შენარჩუნებისათვის.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი  მიესალმა შეთანხმებას, რომელიც, მისი თქმით, „ინვესტიციას ახდენს ორი ქვეყნის საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებაში“.

მან ასევე ისაუბრა პილოსში ჩაძირულ გემზე და განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ  მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი მოწოდება იყო მოქმედებისკენ.

-“ჩვენ უნდა დავამარცხოთ ტრეფიკერების კრიმინალური ქსელები. ისინი იყენებენ ადამიანების სასოწარკვეთას და ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ მათი ბიზნეს მოდელი. ამიტომ, ჩვენ ვიმუშავებთ ტუნისთან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ოპერატიული პარტნიორობის ფარგლებში.”

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში კოორდინაციის გაზრდაზე და ევროკავშირ-ტუნისის თანამშრომლობაზე საზღვრის მართვისა და  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში,  საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

„ამისთვის ჩვენ გამოვყოფთ 100 მილიონ ევროზე მეტ ევროკავშირის დაფინანსებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობა ლეგალური და რეგულარული იმიგრაციის ხელშეწყობისთვის“, – დასძინა კომისიის პრეზიდენტმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *