Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: უჩვეულოდ თბილი ოქტომბერი – რას ამბობენ ექსპერტები

ოქტომბრისთვის უჩვეულოდ თბილმა ამინდმა გასული სამი დღის განმავლობაში ხალხს იდეალური შესაძლებლობა მისცა გასულიყვნენ ურბანული ცენტრებიდან მოშორებით ან სულაც პლაჟებზე ოქტომბრის ბოლო დღეების  მზით დასატკბობად.

ტემპერატურა სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალ დონეზე რჩება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ოქტომბერი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე თბილი იყოს, თუ არა ყველაზე თბილი.

როგორც ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოროლოგი და კვლევითი დირექტორი კოსტას ლაგუვარდოსი აღნიშნავს, მონაცემებით, რომლებიც შეგროვდება მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება დადგინდეს, არის თუ არა ეს მართლაც ოქტომბრის თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ბოლო წლების განმავლობაში.

თუმცა, ბატონი ლაგუვარდოსის თქმით, წლევანდელი ოქტომბერი მშრალი თვე იყო, სეზონისთვის დამახასიათებელი წვიმების გარეშე. თუმცა, როგორც ჩანს, კვირის ბოლოს ყველაფერი იცვლება.

მეტეოროლოგი გიორგოს ცარტაფილიასი აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს, 2 ნოემბრიდან  ამინდი იცვლილება ტემპერატურის ვარდნით და შაბათ-კვირას მოსალოდნელია წვიმა. სიცხის ხანგრძლივმა პერიოდმა შესაძლოა უხვი ნალექი მოიტანოს, თუმცა ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერ ნაადრევია, ექსპერტებმა გააკეთონ ზუსტი პროგნოზი, იქნება თუ არა ნალექი ძლიერი.

ორივე მეცნიერი ადასტურებს, რომ სეზონისთვის უჩვეულო სიცხე კლიმატის კრიზისით არის გამოწვეული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *