Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: წყალდიდობა პატრაში – როგორ განვითარდება უამინდობა

დღეს დილიდან წვიმს პატრაში. ამინდის ინტენსიური ფენომენი, შტორმებითა და ძლიერი ქარით, ამჟამად გავლენას ახდენს ქალაქის ცენტრსა და ფართო არეალზე.

ქალაქის ქუჩებში უკვე შეინიშნება წყლის დაგროვება, ხოლო სახანძრო სამსახური, პოლიცია და სამოქალაქო დაცვა მზად არიან დახმარების გაწევისთვის საჭიროების შემთხვევაში.

კერძოდ, შტორმის გამო წყლის დაგროვება დაფიქსირდა რიგა ფერეოს საცალფეხო ქუჩაზე, იროონ პოლიტექნიოს და ოტონოს-ამალიის სანაპირო ქუჩებზე, ასევე აკტი დიმაიონის სანაპირო გამზირზე.

მსგავსი პრობლემები აღინიშნა როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ასევე ქალაქის განაპირა რაიონებში, ასევე რიოს მუნიციპალურ ერთეულში აგიოს ვასილიოს მიდამოებში.

სოლომუს ქუჩა დაიტბორა, მაღაზიების მეპატრონეები ცოცხებით გამოვიდნენ შენობების დატბორვის თავიდან ასაცილებლად.

მძღოლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ცენტრალურ და სანაპირო გზებზე ნიაღვრების, ნისლის გამო დაბალი ხილვადობის და  მოცურების საშიშროების გამო.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელი უამინდობის ახალი ტალღა ქვეყნის უმეტეს ნაწილს დააზარალებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წყალდიდობაც კი.

დღეს დილიდან უკვე ადგილობრივად წვიმს დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსში, თუმცა შაბათიდან დასავლეთიდან მოსალოდნელია უამინდობის ეგრეთწოდებული “P” ტიპის ტალღა, ქარიშხლით და დიდი ოდენობით ნალექით. ფენომენი  მოსალოდნელია ატიკაშიც.

სინოპტიკოსების თქმით, ეს ტიპიური შემოდგომის სისტემაა, რომელსაც ყოველწლიურად ხშირად ვხვდებით. სისტემა ძირითადად შეეხება დასავლეთ საბერძნეთს, შემდეგ კი თრაკიისა და აღმოსავლეთ ეგეოსის მიმართულებით გადაინაცვლებს. ტემპერატურა დაიკლებს. კვირას ამინდი რამდენადმე გაუმჯობესდება ადგილობრივი წვიმით ეპირუსში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *